Monday, May 26, 2014

კვლევა

                                                               ექვთიმე თაყაიშვილი

                                            ბიოგრაფია 

  ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1863წლის 3 იანვარს კორდონის ოფიცრის აზნაურ სიმონ თაყაიშვილის ოჯახში. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.დაბადებიდან მეხუთე დღეს მამა გარდაეცვალა.   მეტისმეტად მკვირცხლსა და დაუდეგარ ექვთიმეს სამი წლისას მარცხი შემთხვევია. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს: „ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ, სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია“. ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა, მაგრამ მაინც ჩქარი სიარული უყვარდა. პატარა ექვთიმეს ბედმა ესეც არ აკმარა და 5 წლის იყო, როცა დედითაც დაობლდა. ექვთიმე თაყაიშვილი წერს: ,,ხუთი წლის ვყოფილვარ, რომ დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას. დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიკვდილი. უფრო ის დამამახსოვრდა, რომ ტიროდნენ და ამბობდნენ: რა ეშველებათ ობლებსო ?!“  დაობლებულ ბავშვებს ბებია(მაკა) და სხვა ახლობლები უვლიდნენ.ბავშვების აღზრდაზე ზრუნავდნენ ბებია, დაქვრივებული მამიდა, უფროსი და და სიძე, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს.
    1883 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია,1887 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულფილოლოგიური ფაკულტეტი და თბილისში მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა.
  
1887–1894 წლებში თბილისის სათავადაზნაურო სკოლისა და კლასიკური გიმნაზიის მასწავლებელია. ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას.1895 ელს ექვთიმემ ილია ჭავჭავაძის ჩარევით ცოლად შეირთო იურისტ ივანე პოლტორაცკისა და ნადეჟდა გაბაშვილის ასული ნინო.
ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურ მეცნიერულ, პედაგოგიურ, საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა და თავისი მეცნიერული მუშაობის უმთავრეს მიზნად საქართველოს ისტორიაარქეოლოგიისათვის მასალების შეკრებას თვლიდა.1889 ელს  დიმიტრი ბაქრაძემ და ექვთიმე თაყაიშვილმა დაარსესსაქართველოს საეგზარქოსოს მუზეუმიდა მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.1907 წელს დააარსა “საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოება’’ და იყო მისი პირველი დავჯდომარე.აქტიურად მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტის საარსებაში.გახლდათ მისი ერთ–ერთი პირველი პროფესორი,არქეოლოგიური კათედრის გამგე.
1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გამო, საფრანგეთში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან გაიტანა საბანკო ვალუტა, ქვეყნის ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. ეროვნულ განძს მცველად გაქჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი მეუღლითურთ.ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთში განაგრძობდა აქტიურ სამეცნიეროკვლევით მოღვაწეობას.1922 ელს  ექვთიმე აირჩიეს პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების, ხოლო 1925 ელსსაფრანგეთის სააზიო საზოგადოების ნამდვილ წევრად.1937-1939 ლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებულიქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდისთავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის “Georgica”- სარედაქციო საბჭოს წევრი. თუმცა საფრანგეთში ცხოვრებისას ექვთიმეს მთავარ მიზანს ეროვნული განძის დაცვა წარმოადგენდა. განძს კი დაცვა ნამდვილად ჭირდებოდა: ექსპონატებით დაინტერესდნენ ბრიტანეთისა და ნიუიორკის მუზეუმები, გრაფ ობოლენსკის ქვრივი სალომე დადიანი განძის საგრძნობი ნაწილის ერთადერთ მემკვიდრედ მიიჩნევდა თავს და საქმე სასამართლოში აღძრა. II მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა გაჩხრიკეს ექვთიმეს ბინა, საფრანგეთის მთავრობამაც თავისი პრეტენზია განაცხადა და მოითხოვა განძის ლუვრის მუზეუმისათვის გადაცემა. 1935 ელს კი საქართველოს ყოფილმა მთავრობამ უარი თქვა განძის მეურვეობაზე და მისი დაცვა ექვთიმე თაყაიშვილს მიანდო.1945 . II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შეიქმნა ხელსაყრელი პოლიტიკური პირობები და საქართველოს ეროვნული საგანძური ამერიკული თვითმფრინავებით საქართველოში დააბრუნეს. განძს ექვთიმეც გამოჰყვა.
   სამშობლოში დაბრუნებული ექვთიმე თაყაიშვილი აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად, კითხულობდა საჯარო ლექციებს. 1951 წელს მეცნიერს მძიმე ცხოვრება შეექმნა.დააპატიმრეს მისი შვილობილი ლიდა პოლტარაცკაია,ვის ბინაშიც ცხოვრობდა. 1952 წელს გაანთავისუფლეს უნივერსიტეტიდან.თანამშრომლებს მასთან სიარული აუკრძალეს.დევნაშევიწროებამ დიდად იმოქმედა ექვთიმე თაყაიშვილზე და 1953 ლის 21 თებერვალს გულის დამბლით გარდაიცვალა.1963 ლის 10 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით ვაკის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს.2000  ელს  ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი მთაწმინდის მიწას მიაბარეს.2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმიდანად შერაცხა და მას სახელად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა.
2003
წლის მაისში თბილისში წმიდა ექვთიმეს სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 აინვარი.
                                                                           დასკვნა
 ე
ქვთიმე თაყაიშვილის მთავარი დამსახურება სამშობლოს წინაშე, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული საგანძურის გადარჩენაა. დღეს ამ განძის ნაწილი მუზეუმებშია დაცული, ნაწილი კი საქართველოს ეკლესია-მონასტრებში. კიდევ უფრო დასაფასებელია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი, თუ გავითვალისწინებთ, რომ შეუფასებელი განძის გადარჩენა მან, უკიდურესი სოციალური გაჭირვების ფონზე შეძლო. საგანძურის გადარჩენის ისტორია საზოგადოებამ მეტნაკლებად იცის, თუმცა, მისი პოლიტიკური საქმიანობა ნამდვილად არ არის საკადრისად შესწავლილი და დაფასებული. ერთი ფაქტია, მან ამ საგანძურის გადარჩენა, სწორედ იმ სწორი პოლიტიკური ნაბიჯებით შეძლო, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებასთან ურთიერთობაში მოგვიანებით გადაგდა.
 
   გამოყენებული ლიტერატურა:
  1.
დიდი ქართველები - ექვთიმე თაყაიშვილი
  2
. იოსებ მეგრელიძე  -  "ექვთიმე თაყაიშვილი"
  3.
http://ka.wikipedia.org/
  4.
http://www.orthodoxy.ge/tveni/ianvari/03-eqvtime.htm


1 comment:

  1. პირველ ფოტოზე გამოსახულია არა ექვთიმე თაყაიშლილი, არამედ დავით სარაჯიშვილი.

    ReplyDelete